დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დუშეთის მერიის ინიციატივით ქალაქში ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა.
გუნდური შეჯიბრება დუშეთისა და ბარისახოს საჯარო სკოლის საჭადრაკო გუნდს შორის გაიმართა.
შეჯიბრებაში ბარისახოს საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა და თასით დააჯილდოვეს.
მოსწავლეებისთვის ეს უკვე მესამე გამარჯვებაა.
აღსანიშნავია, რომ ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჭადრაკის მასწავლებელს გიორგი არაბულს, რომელმაც სკოლაში ჭადრაკის უფასო წრე ჩამოაყალიბა და უკვე სამი წელია ბავშვებს სრულიად უანგაროდ ასწავლის ჭადრაკს.
იხილეთ ფოტოები