მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 წელი წარმატებით და დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლაში, წელს განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყვეს, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“ პირველად შეაბიჯეს. მათთვის პედაგოგმა საკლასო ოთახი ლამაზად - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით მორთო, რათა მოსწავლეების განწყობა აემაღლებინა.
ბავშვებმა მასწავლებელი და ერთმანეთი გაიცნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
დირექტორმა - რიტა ცაგარეიშვილმა თითოეულ მოსწავლეს მიულოცა ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება და ნაყოფიერი, საინტერესო წელი უსურვა.
„ახალი სასწავლო წელი ახალ კლასთან ერთად, წინ ბევრი თავგადასავალი გველოდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: