ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საინტერესოდ და საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლაში მოსწავლეთათვის ემოციური და ამაღელვებელი დახვედრა მოეწყო. დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და გადასცეს ქების სიგელები, დიპლომები.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეს დღე სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის იყო, რომელსაც საზეიმო ვითარებაში გადაეცა კუთვნილი კომპიუტერი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა სიხარული და შემართება ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს. ღონისძიების ბოლოს კი ყველამ ერთად შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და მათ ნაყოფიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: