ღოუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო 
18-09-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.

სკოლაში, მოსწავლეებს გრანდიოზული და დასამახსოვრებელი დახვედრა მოუწყვეს. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც სკოლაში მიწვეულმა ანიმატორებმა გაახარეს და განწყობა აუმაღლეს. ბავშვებისთვის, ასევე ძალიან ამაღელვებელი იყო საზეიმო მორთული საკლასო ოთახები, რომლებიც პედაგოგემა სპეციალურად მათთვის გაალამაზეს.

ბავშვებმა საყვარელი მასწავლებლები და კლასელები გაიცნეს, მათთან ერთად დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლაში თითოეულ მოსწავლეს ულოცავენ სწავლის დაწყებას და თავგადასავლებით აღსავსე, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომელთაც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203