ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებმა სკოლის კარი ჟრიამულით შეაღეს, მათ ამაღლებულ განწყობაზე კი დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს ლამაზად მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს.
სწავლის დაწყების პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ, პედაგოგებმა პატარები დიდი სიყვარულით მიიღეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. პირველკლასელებს ასევე საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი ბუკები და დედა ენა.
აღსანიშნავია, რომ ფანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, რისი ნათელი მაგალითიც
იხილეთ ფოტოები: