16 სექტემბერს, სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, პირველი ზარი დაირეკა და ცოდნის ზეიმი გაიმართა. მათ შორის ახალი სასწავლო წლის დაწყებას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლა საზეიმოდ შეხვდა.
სკოლაში ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ერთად აღნიშნეს სწავლის დაწყება.
ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი ლეილა ბერიძე გახლდათ.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ სკოლაში დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს.
„გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, გამოწვევების დაძლევის და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის.
განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ასევე უდიდეს მადლობას უხდის ბუნებისმეტყველების მასწავლებელს - ლეილა ბერიძე საზეიმო ღონისძიების ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები: