16 სექტემბერს, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა სიტყვით წარდგა, ახალი სასწავლო წლის დაწყება ეზოში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. მან მიმოიხილა გასული სასწავლო წლის შედეგები, ისაუბრა ახალ გამოწვევებზე. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები ნინო არდია და გვანცა გერგედავა, მე-11 კლასის მოსწავლე ანასტასია მიქავა. მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თანატოლებს. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მე-4 კლასის მოსწავლეები. მათ იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებაზე წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, პირველკლასელებს კი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბუკები.
ღონისძიების დასასრულს სკოლის ეზოში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა დროშა.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: