აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის განსაკუთრებულია. წელსაც მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.
სკოლაში, ლამაზი და ემოციური ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ახმაურდა და ბედნიერი, ხალისიანი გახდა ჩვენი სკოლის „ცოდნის ტაძარი“. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს „ცოდნის ზეიმი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, რამაც კიდევ უფრო გაახარა ისინი.
„თავისი სინაზითა და სინარნარით, სიმორცხვით გაგვიხალისეს სკოლა პირველკლასელებმა. წარმატებები მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება ყველას მოსწავლეს ულოცავს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: