ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს. მათ მოტივაციაზე კი დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს.
წელს სკოლაში ხუთი პირველკლასელი მოსწავლე მიიღეს, ხუთივე გოგონა. სასკოლო ცხოვრების დასაწყისი მათ დამრიგებელმა მაია ცხვარაძემ გაულამაზა, რომელმაც პატარებს საზეიმოდ მორთული გარემო დაახვედრა. პედაგოგმა მოსწავლეები დიდი სიყვარულით მიიღო, მათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დაახვედრა და პირველკლასელობა მიულოცა.
პედაგოგი პატარებს საგამანათლებლო თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას ჰპირდება და პირველკლასელებს ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: