ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. მასწავლებლებმა იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლის დირექტორმა - მარინა ცინცაძემ მოსწავლეებს სწავლის პროცესის განახლება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„გილოცავთ, სასწავლო წლის დაწყებას! დაე, ეს წელი უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი სკოლისათვის. გისურვებთ აქტიურ, მრავალფეროვან და ნაყოფიერ და სიახლეებით დატვირთულ სასწავლო წელს!“,- სიყვარულით მიმართა სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა.
პირველკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი კომპიუტერები და „დედა ენა“ და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქვენობნის საკრებულოს გამგეობის საჩუქრები.
წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე პირველკლასელებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.
ღონისძიება იყო თბილი, საინტერესო და ამაღლებული. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
იხილეთ ფოტოები: