ქალაქ წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში ჩვეული ენერგიულობით, ხალისითა და ენთუზიაზმით დაირეკა სასწავლო წლის პირველი ზარი.
გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა.
მოსწავლეებით, მათი მშობლებით, პედაგოგებით და სტუმრებით სავსე სკოლის ეზოში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. საზეიმო პროგრამა მრავალფეროვან ნომრებს მოიცავდა: ერთმანეთს ცვლიდა მისასალმებელი სიტყვა, ლექსი, სიმღერა და ცეკვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები განაკუთრებული სიყვარულით მიესალმნენ პირველკლასელებს და მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს.
სიტყვა წარმოთქვეს სკოლის დირექტორმა - ქეთევან როყუამ, სასწავლო ნაწილის გამგე ცირა გეგუჩაძემ, პირველი კლასის პედაგოგმა - მაია ჩაკვეტაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - რიმა მარგიანმა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა - ნათია ჩაკვეტაძემ.
სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და დალოცა გელათის მონასტრის დეკანოზმა მამა იოანემ (ნუგზარ იოსელიანი).
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, ტრადიციულად, ხარისხიან განათლებასა და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს ჰპირდება.
„მე-3 საჯარო სკოლა მზად არის მაღალ დონეზე შეუდგეს სასწავლო-სააღმზრდელო საქნიანობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წლის დაწყებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: