ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე იზრუნეს და მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველი დღე დღესასწაულად უქციეს.
სკოლაში მოსწავლეთა მისაღები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წარჩინებული მოსწავლეები მათი წარმატების დამადასტურებელი დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელიც ამ დღეს სკოლას სტუმრობდა.
საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა სიმბოლურად პირველკლასელებმა აღმართეს.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განაახლეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: