ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული მეგობრული სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე დაუღალავად ზრუნავენ. მათი შრომა რომ ფასდება, ამის ნათელი მაგალითი კურსდამთავრებულთა დამოკიდებულებაა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა - ხვიჩა ნემსაძემ მშობლიურ სკოლას სასწავლო რესურსები უსახსოვრა, პატარებს კი სასწალო ნივთების კომპლექტი პერსონალურად გადასცა.
საჩუქრისთვის ჩიხარეშის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულს უღრმეს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: