ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის გრანდიოზული, საზეიმო დახვედრა მოეწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი, ულამაზესი ღონისძიება გაიმართა, რომელიც უამრავ სახალისო და ამავდროულად ამაღელვებელ აქტივობას მოიცავდა.
„დედოფალივით, საზეიმოდ მოწყობილი შეეგება მოსწავლეებს, მშობლებს, სტუმრებსა და პედაგოგებს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა“, - ასე აფასებენ სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიებაზე პირველკლასელთა გამოჩენა.
„ტრადიციულად სკოლის ბულბულებმა XII კლასის მოსწავლეებმა: ქრისტინე მიკირტიჩიანმა და მარიამ ჯურხაძემ დაგვატკბეს თავიანთი ნამღერით, რომელიც ლამაზ ჰანგებად იღვრებოდა ძირძველი სკოლის ეზოში. ამ დღეს იყო ბევრი ცეკვა, ლექსი“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ ამაღელვებელი განწყობით და მომავლის დიდი იმედით მიულოცა „ცოდნის ზეიმი“ სკოლაზე უსაზღვროდ მონატრებულ ბავშვებს, პედაგოგებს.
აღსანიშნავია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - სერგო კირკიტაძის ჩვეული მილოცვა, რომელიც როგორც აღნიშნავენ, დააგვირგვინა მ.მაჭავარიანის ლექსით - „სხვისი მისაბაძი რა გვჭირს თუ არა კი“.
ამ დღის ემოციები დიდხანს გაჰყვება იქ მყოფ თითოეულ ადამიანს.
იხილეთ ვიდეო: