ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს, სკოლაში, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს, დიდი სიყვარულით შეეგებნენ. სასკოლო საზოგადოებამ მათ საზეიმო დახვედრა მოუწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური მე-12 კლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც სკოლის პირველი ზარი ბოლოჯერ დაირეკა. მათ დამრიგებელმა - თამარ ხარიტონაშვილმა საკლასო ოთახი ლამაზად მორთული დაახვედრა, რამაც ბავშვებს მოტივაცია და განწყობა კიდე უფრო აუმაღლა.
პედაგოგი თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს.
„უკვე მეშვიდე წელია ერთად მოვდივართ, უსაზღვრო სითბოთი და სიყვარულით. დავიწყეთ მე-12 კლასიც, ახალი ემოციებით და განცდებით. დღეს ბოლოჯერ დაირეკა თქვენთვის პირველი ზარი გილოცავთ!
მეამაყებით თითოეული თქვენგანი. მჯერა, თქვენ ნამდვილად დაწერთ სკოლის ისტორიას. წარმატების და სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს 2024-2025 სასწავლო წელი“, - აღნიშნავს დამრიგებელი.
იხილეთ ფოტოები: