ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში, ახალ, 2024-2025 წელს მოსწავლეებს დიდი სიყვარულით, საზეიმოდ ვითარებაში შეეგებნენ.
ეს მნიშვნელოვანი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი, დასამახსოვრებელი და ემოციური პირველკალსელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
მათ დირექტორმა - ლერი სილაგაძემ კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცა, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ხელმძღვანელის დახმარებით, პირველკლასელებმა ასევე თავად დარეკეს სკოლის პირველი ზარი, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სწავლის დაწყებას და საუკეთესო, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: