ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით, ახალი გეგმებითა და დიდი მიზნებით განაახლეს.
პედაგოგები 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ, მოსწავლეებს კი ტრადიციულად საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
სკოლის დირექტორი ნონა მებონია პედაგოგებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს, მოსწავლეებთან სასწავლო მიზნების მიღწევას და კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: