წაღვერის საჯარო სკოლის გენდერული კლუბის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის - „თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისთვის“ ფარგლებში მეოთხე ტრენინგი მოისმინეს.
ტრენინგის თემა იყო ადრეული ქორწინება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს და გაანალიზეს აღნიშნული თემის რისკები, გაეცვნენ ანიმაციურ ვიდეოს და გამართეს დისკუსია.
ტრენინგი მენტორებმა ქეთევან გელაშვილმა და თამარ ნოზაძემ ჩაატარეს.
სკოლა სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები