ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ შორისაა მეექვსე და მეხუთე კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი თამარ კაკაჩია, რომელმაც მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო.
საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში პედაგოგმა მოსწავლეები დიდი სიყვარულით მიიღო და სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.
პედაგოგმა ასევე მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სიგელები გადასცა, მათთან ერთად ახალი მიზნები და გეგმები დასახა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: