ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით განახლდა. მოსწავლეები სწავლა შემართებით დაიწყეს.
სკოლაში, ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ნაყოფიერი, საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა.
მე-7 და მე-8 კლასებში, პედაგოგების: ლალი წულაიასა და ნანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მისი მოფრთხილება. მათ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და აღნიშნეს, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი.
1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: