ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ყოველთვის დიდი სიხარულით გვიზიარებს მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს.
ამჯერად, სკოლაში VII ვ კლასის მოსწავლის იოანე ჩიხლაძის სპორტული წარმატებით ხარობენ.
მე-7 კლასელი ქუთაისის მერიის ორგანიზებულ გელა დარსაძის სახელობის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (ნომინაცია „მცველი და მსროლელი“). მას ამ მნიშვნელოვან პრიზთან ერთად შესაბამისი მედალიც გადაეცა.
მონაწილე გუნდებს შორის შეხვედრები სპორტის სასახლეში 15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ტურნირში მონაწილეობდნენ 13 წლამდე ასაკის ვაჟთა საკალათბურთო კლუბები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, ყაზახეთისა და ესტონეთის ქვეყნებიდან.
სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს უსურვებენ.
კლასის დამრიგებელი და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი პაატა ქარქაშაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: