წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს მოსწავლეთათვის, სკოლაში, ემოციური და განსაკუთრებული დახვედრა მოეწყო. სკოლის ეზოში მათთვის გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა, მანანა სონგულიამ, რომელმაც იქ მყოფ თითოეულ ადამიანს მიულოცა სწავლის დაწყება და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო!
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში წელს ახალი დასაწყისი გვაერთიანებს – ცოდნის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების წელი! ჩვენ, როგორც სკოლა, მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ თითოეულ თქვენგანს, რათა ერთად ვიმუშაოთ წარმატების მიღწევაზე.
მოსწავლეებო, ეს არის დრო, რომ თავდაჯერებულად იაროთ თქვენი მიზნებისკენ, იპოვოთ ინსპირაცია და გამოავლინოთ საკუთარი უნარები. მასწავლებლებო, თქვენი ენერგია და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ამ წარმატებულ გზას. მშობლებო, თქვენი მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენს საერთო საქმეში. გისურვებთ წარმატებას, მოტივაციას და დაუღალავ შრომას! გვჯერა, ერთად დავძლევთ სირთულეებს და ერთად ვიზეიმებთ მიღწევებს!
წინ გველოდება ნაყოფიერი, საინტერესო და წარმატებული წელი!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: