წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ჟრიამულით, დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
ამ დღეს, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ბავშვებისთვის ასევე საკლასო ოთახები საზეიმოდ მოეწყო, რამაც მათი განწყობა და სწავლის მოტივაცია აამაღლა.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს დიდი სიყვარულით ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: