ბოხვაურის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ 
18-09-2024

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამის საუკეთესო დასტური მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა მიღწევებია. გასულ სასწავლო წელს სკოლა ოქროს მედალზე ეთუნა ბარამიძემ და ანანო გუდავაძემ დაასრულეს. ერთი მათგანი - ეთუნა ბარამიძე უნივერსიტეტში 50%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა.

ისინი ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში გამართულ წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, 102 ოქროსმედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და საჯარო სკოლები, მუნიციაპლიტეტის მერმა - ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან - ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე - დავით დარჩიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - ქეთევან მოისწრაფეშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ - ლალი სიჭინავასთან ერთად დააჯილდოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203