ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს 
18-09-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი გრანდიოზულად, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც პირველკლასელებს გადაეცათ პორტატული კომპიუტერები (ლეპტოპები). ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა. ისინი გიმნაზიაში უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) თითოეულ კლასს ესტუმრა, პირველკლასელები გაიცნო და მოსწავლე-მასწავლებლებს პირადად მიულოცა სწავლის დაწყება. მან, ასევე წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ფარცხნალის“ დამფუძნებელს - ფრიდონ გუჯეჯიანს გაწეული თანადგომისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინე ვეფხვაძე.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური, ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203