დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა მოსწავლის - მარიამ ბენაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
ამ უდიდესმა ტრაგედიამ მთელი სკოლა შეძრა. დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებენ და გამძლეობას უსურვებენ.
„სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი დიდი იმედით ელოდა მის დაბრუნებას. დამწუხრებულია ყველა. სწავლე 16 სექტემბერს დაიწყო, სწორედ ამ დღეს უსრულდებოდა მარიამს 16 წელი. ყველაფერმა დაკარგა ფერი. ჩვენი გოგო გაფრინდა ცაში.
ღმერთო, რა დიდი ტკივილია. მშვიდად განისვენე, ჩვენო სიყვარულის გოგო, მოგვენატრები ძალიან. მარადიულ ხსოვნად დარჩები შენს საყვარელ სკოლაში. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და სრულიად დედოფლისწყაროს“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge-ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ მარიამ ბენაშვილის ოჯახს, სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო.