წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა. პირველკლასელებს კი კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
„ლამაზად აღინიშნა ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე. ყველას გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: