ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელებს ყოველ სასწავლო წელს კომპიუტერები გადაეცემათ. წელსაც, მოსწავლეები ლეპტოპებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
მეუფე მელქისედეკმა თითოეულ პირველკლასელს კომპიუტერები - (Asus Vivobook Intel core i7 ლეპტოპი) გადასცა და გაახარა.
Asus VivoBook Pro N7600 ძლიერი ლეპტოპია, 16 -იანი OLED (3840 x 2400) ეკრანით, i7-11370H პროცესორით, 16GB მეხსიერებით და სწრაფი 1TB SSD მყარი დისკით. საუკეთესოა ნებისმიერი სირთულის საქმისთვის, თამაშებისთვის, ვიდეო მონტაჟისთვის და სხვა მსგავსი საქმიანობისთვის.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში ბავშვებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან. მათ ქვეყნის სიყვარულს ასწავლიან და მის თითოეულ წარმატებას გულწრფელად იზიარებენ. სწორედ ამიტომ, პირველკლასელებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთები დაურიგდათ.
ეს საჩუქრები თითოეულ მათგანს უფრო მეტად აუმაღლებს მოტივაციას. კომპიუტერები კი მათთვის საუკეთესო სასწავლო რესურსი იქნება.
იხილეთ ფოტოები: