16 სექტემბერს, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და შემართებით შეაღეს. მათ მოტივაციაზე კი პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს საზეიმოდ მორთული გარემო დაახვედრეს.
პედაგოგმა - მზიური ბოლქვაძემ ბავშვები დიდი სიყვარულით მიიღო და სწავლის დაწყება მოწაფეებს დღესასწაულად.
პატარებმა სპეციალურად მათთვის გაფენილი წითელი ხალიჩა გაიარეს, ლექსები წაიკითხეს, მასწავლებელსა და ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს და ლამაზად მორთულ სივრცეში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: