ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორი - ვაზგენ კადჟოიანი მიესალმა, რომელმაც მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატებული, სიახლეებით აღსავსე და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
ასევე, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მე-10 კლასის დამრიგებელმა- არმენუჰი ისპირიანმა და 1-ელი კლასის დამრიგებელმა - ოვსანნა ქეთციანმა.
ღონისძიებაზე დირექტორმა პირველკლასელებს ლეპტოპები გადასცა, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას მშობლიური ენის პედაგოგი არმენუჰი ისპირიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ისინი ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
იხილეთ ვიდეო: