ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, პირველი კლასის მოსწავლეებს კი კუთვნილი წიგნები და ლეპტოპები გადაეცათ. აქტივობები პედაგოგ ადელინა ვოსკანიანის ჩართულობით მოეწყო.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: