ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.
თავდაპირველად, სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, შემდეგ სკოლის დირექტორმა -ტატიანა კარევამ მოსწავლეებს და სასკლო საზოგადოებას სწავლის განახლება მიულოცა.
პირველი კლასის დამრიგებელმა - ვალენტინა ბდოიანმა სასკოლო საზოგადოების წინაშე პირველი კლასის მოსწავლეები საზეიმოდ წარადგინა. მათ გამოჩენას სკოლაში მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საზეიმო ლექსები წაიკითხეს. სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დირექტორმა დაასრულა, რომელმაც პირველკასელებს კომპიუტერები გადასცა. ზეიმს გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: