ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომელიც როგორც სწავლის დაწყებას, ასევე მოდეგამის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში ყველა განსაკუთრებული მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.
ბავშვებმა მშობლიურ და ქართულ ენაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: