ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. წელს კი სკოლას ხუთი კურსდამთავრებული ჰყავდა. ახალგაზრდებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
„მღელვარე მოლოდინით გაატარეს ზაფხული მოსწავლეებმა ჩარიცხვების მოლოდინში“, - გვიყვებიან სკოლაში და კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ.
სკოლის პედკოლექტივი კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მხარში უდგას და მათ თითოეულ მიღწევას სიხარულით იზიარებს.
იხილეთ ფოტოები: