ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი საზეიმო, ლამაზად მორთულ გარემოში დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ამ დღეს ლექსის თქმაში პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეთა ამაღლებულმა განწყობამ იქ მყოფი საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, ასევე წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველი კლასის მოსწავლეებს კი ბუკები და საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტო: