ჩოლურის საჯარო სკოლის ახალ ხელმძღვანელს - მარინა ლიპარტელიანს პედკოლექტივი დირექტორად დანიშვნას ულოცავს
18-09-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. 

ახალ ხელმძღვანელს - მარინა ლიპარტელიანს, სკოლის პედკოლექტივი დირექტორად დანიშვნას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

„გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას, სიხარულს და მოწიწებას. გისურვებთ წინსვლას და  წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას. 

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება ერთმანეთის წინსვლასა და წარმატებას მუდამ მხარ უჭერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203