ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესში ცვლილება მინისტრის ბრძანებით შევიდა
19-09-2024

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ცვლილება შევიდა. 

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, თუ გამოთხოვილი ცნობით არ დასტურდება საქართველოს იმ მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომლებიც ფლობენ უკრაინაში გაცემულ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და უკრაინაში სწავლობდნენ 2021-2022 სასწავლო წელს ან/და 2022-2023 სასწავლო წელს ან/და 2023-2024 სასწავლო წელს, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს მე-3 მუხლის 3​​​​2  პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203