ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი შემართებითა, დიადი მიზნებით დაიწყეს.
ეს მნიშვნელოვანი დღე დირექტორმა ნათია კაპანაძემ და პედაგოგებმა ერთმანეთს მიულოცეს და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვეს.
სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა სუფევდა. იქ სპეციალურად ახალი სასწავლო წლის პირველი დღის აღსანიშნავად, საზეიმოდ ტორტიც გაიჭრა.
მასწავლებლებმა ისაუბრეს, მოლოდინები ერთმანეთს გაუზიარეს და მიზნებიც დასახეს.
„საუკეთესო, შემოქმედებითი, წარმატებული სასწავლო წელი“,- სწორედ ეს არის გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების სურვილი და შემართება.
იხილეთ ფოტოები: