ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს ჯადოსნური დახვედრა მოუწყვეს.
მათთან შესახვედრად სკოლის დირექტორი - ნათია კაპანაძე და მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს და ბავშვები სიხარულით მიიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა მოსწავლეების განწყობა, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
„სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით დატვრთულია, პირველკლასელთათვის ირეკება პირველი სასკოლო ზარი, ჰიმნის ფონზე დროშას აღმართავენ პატარები, მასწავლებლის დახმარებით, გვაჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებს - ლექსებს ამბობენ, მღერიან, ცეკვავენ! საინტერესო სასკოლო ცხოვრებას გისურვებთ, გულცქრიალებო“,-წერს სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე.
იხილეთ ფოტოები: