წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიხარულითა და ემოციებით შეხვდნენ.
მონატრებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების თბილი შეხვედრა, საზეიმოდ მორთული სკოლა, ფერადი ბუშტები განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს და სწავლის პირველი დღე დღესასწაულად აქციეს.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ სოფელ გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს, სადაც მამა არსენმა ჩაატარა პარაკლისი, დალოცა და ზეთი აცხო ბავშვებსა და პედაგოგებს.
იხილეთ ფოტოები: