ხონის N2 სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო 
19-09-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ლამაზ, თბილ და უსაფრთხო გარემოში ზეიმით დაიწყო.

ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა - ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძემ, დირექტორის მოადგილემ მარიამ მამაიაშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - გელა ჩოგოვაძემ. მათ  დამსწრე საზოგადოებას მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

„ისინი განსაკუთრებით პირველკლასელებს მოეფერნენ და უსურვეს, რომ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე, მასწავლებლების და მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით შესრულდა ორიგინალური მუსიკალური ნომრები და ცეკვები. ბავშვებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203