წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.
სკოლაში, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა აამაღლა.
„მოსწავლეთათვის გაიღო ცოდნის კარი, ისევ აჟრიამულდა ჩვენი სკოლა“, - სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მიბრძანებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექციამ და მათ წარმატებული წელი უსურვა. ასევე სამახსოვრო სიგელები გადაეცათ წარმატებულ მოსწავლეებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით გამოიჩინეს თავი და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: