ლასურიაშის საჯარო სკოლის ექვსივე კურსდამთავრებული სტუდენტია, მათგან ორმა კი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. წელს კი სკოლას ექვსი კურსდამთავრებული ჰყავდა. ექვსივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.
ისინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხენ და სკოლა ასახელეს. აღსანიშნავია, რომ 6 კურსდამთავრებულიდან, ორმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ამაყობს მოსწავლეების წარმატებით, მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ხხოვრებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ლასურიაშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.