დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. მოსწავლეები სწავლა-განათლებას დიდი შემართებით შეუდგნენ.
სკოლაში, დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ბავშვები ლამაზად გაფორმებულმა საკლასო ოთახებმა გაახარა და სწავლის მოტივაცია აუმაღლა.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ამით მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ, საინტერესო, წარმატებულ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: