ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სწავლის დაწყებას დიდი შემართებითა და საზეიმო განწყობით შეხვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა მისაღები საზეიმო ღონისძება გაიმართა.
პედაგოგებმა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ბავშვებსა და მათ მშობლებს და წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს.
სკოლის დირექტორმა იგორ აბუთიძემ პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა ბუკები და სახელმძღვანელოები.
სკოლაში სტუმრად მოსულმა სოფლის ადგილობრივმა დეპუტატმა დავით გოგსაძემ, სოფლის რწმუნებულმა გოჩა აბუთიძემ და ბატონმა მიხეილ დალაქიშვილმა პირველკლასელებს საჩუქარი გაუკეთეს და საზეიმოდ უსახსოვრეს. სტუმრებმა თითოეულ მათგანს უსურვეს კარგი სწავლა და ბედნიერი მომავალი.
იხილეთ ფოტოები: