ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ჟრიამულით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. საკლასო ოთახები მათთვის ლამაზად მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სასწავლო წლის პირველ დღეს, სკოლის ეზოში, ასევე სახალისო აქტივობები გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს ულოცავს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: