უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინგლისური ენის საფუძვლიანად სწავლებას.
ამას ადასტურებს ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლის - მაკენზი სმიტის მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები. ის თავის მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მან, როგორც სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე აღნიშნავს, ოკეანის გაღმის ამბების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა მოსწავლეებთან.
„ძევრის სკოლაში ეროვნულ თემებთან ერთად რა თქმა უნდა ოკეანის გაღმის ამბებიც გვაინტერესებს ამაზე ჩვენი არაჩვეულებრივი ინგლისურის მასწავლებელი მაკენზი სმიტი ზრუნავს“, - გვიყვება დირექტორი.
საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
იხილეთ ვიდეო: