ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ახალი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.
სკოლის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი მადონა გოგიტიძე და სხვა სტუმრები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.
პირველი სასწავლო დღე სკოლაში საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიება საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც ლამაზად მორთულ საკლასო ოთახებში პირველად შეაბიჯეს.
სკოლა თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სწავლის დაწყებას და საუკეთესო სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: