ბალდის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველი დღე ზეიმად უქციეს
19-09-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. 

პედაგოგებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე თითოეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი და ჯადოსნური ყოფილიყო. მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციით მორთეს. 

მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასკოლო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები პირველკლასელებმა ამაღლებული განწყობით დაიწყყეს, მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნებიც გადაეცათ. 

სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203