ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ და სასწავლო პროცესს თანამდროვე მიდგომებითა და მეთოდებით ამრავალფეროვნებენ.
მათ შორის, ერთ-ერთია ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ასმათ დათიაშვილი. ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა.
შედეგად კი, საერთაშორისო სემინარებზე მიიწვიეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ ღონისძიებას ქართველ კოლეგებთან ერთად, 14 სხვა ქვეყნის წარმომადგემელიც ესწრებოდა.
სკოლაში პედაგოგის მიღწევით ხარობენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.